დასუფთავების პროცესის წარმართვისას ადამიანები იყოფიან 2 კატეგორიად, პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ისინი, ვისაც ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს და ერთგვარ განტვირთვად მიაჩნია, ხოლო მეორე კატეგორია ამ საქმიანობას ეკიდება, მხოლოდ პრაქტიკული აუცილებელობის კუთხით.
თუმცა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა, რომ ეს სასიამოვნო პრცესი არ გადაიქცეს დამღლელ რუტინად და დაიგეგმოს მაქსიმალურად ეფექტური მოქმედებებით.
ამიტომ დასუფთავებას, ისევე როგორც გემრიელი კერძის მომზადებას სჭირდება თანმიმდევრობა და დროის კონტროლი.
გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლიც გაგიმარტივებთ დასუფთავების პროცესს და ამასთანავე გასწავლით, როგორ დაგეგმოთ დასუფთავება ზედმეტი ძალისხმევის და სტრესის გარეშე.
- წინასწარ შეარჩიეთ დასასუფთავებელი კონკრეტული სივრცე და დაახლოებით განსაზღვრეთ დრო. (მაგალითად, ამ საქმიანობას დასჭირდება 1:40 სთ და ა.შ)
- დაიწყეთ და დაასრულეთ ერთი სივრცე და შემდეგ გადადით სხვა ოთახებზე.
- თუ დამხმარე ძალის გარეშე, მარტო გეგმავთ გენერალურ, საფუძლიან დასუფთავებას, საკმაოდ ეფექტურია დღეების განადაწილება ოთახების მიხედვით, მაგალითად: ორშაბათი სამზარეულო, სამშაბათი აბაზანა და ა.შ.
- ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მუდამ გვახსოვდეს ოქროს წესი, დასუფთავებას ვიწყებთ ზემოდან ქვემოთ და ერთი მიმართულებით, დალაგებულიდან დაულაგებელისკენ.
- დაიმახსოვრეთ მუსიკა ჩვენი მეგობარია, აუმჯობესებს განწყობას და გვმუხტავს პოზიტიური ენერგიით, შეარჩიეთ ენერგიული მუსიკა და შეუდექით საქმეს.
- დასუფთავების საშუალებები მოათავსეთ კომფორტულ ადვილად გადასაადგილებელ კალათ-ორგანაიზერში, რომ საჭირო მომენტში არ გიწევდეთ მათი ძებნა. ერთად თავმოყრილი საშუალებების ერთერთი დადებითი მხარეა, დასუფთავების დასრულების შემდგომ 1 კალათის დაბინავების სიმარტივე, სათითაოდ ხსნარების ბოთლების და კონტეინერების ნაცვლად.
- ძალიან მნიშვნელოვანია დასუფთავების შემდგომ სუფთა აურის შეგრძნება და გაწეული შრომის საკუთარი თავისთვის დაფასება, ასე რომ მიუხედავად იმისა რომელ კატეგორიას განეკუთვნებით, საქმიანობის ბოლო, დაწკრიალებულ სივრცეში მოთავსდით კომფორტულად, მიირთვით თქვენის საყვარელი ცხელი ან ცივი სასმელი იზრუნეთ პოზიტიურ განწყობზე
- სუფთა გარემო… სუფთა ფიქრები…