
22 აპრილს მთელს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება!
ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა, ჩვენი ყოველდღიური მისიაა, ხშირად და გაუცნობიერებლად ისეთ ქმედებებს ჩავდივართ რაც აზარალებს ჩვენი პლანეტის რესურსებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი რესურსი ამოწურვადია, ამიტომ ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებით, შეგვიძლია მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ ჩვენი პლანეტის გულუხვი რესურსით სარგებლობა.
გიზიარებთ 5 მარტივ ნაბიჯს, რომელსაც თუ ყოველდღიურ საქმიანობაში დავნერგავთ და სხვასაც მოვუწოდებთ, უფრო მეტად გავაძლიერებთ ზრუნვას გარემოზე.
1.) თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ მოითხოვს, ეცადეთ ყოველდღიური სარეცხი გარეცხოთ 30 გრადუსამდე ტემპერატურაზე, რათა შეამციროთ ელექტრო ენერგიის მოხმარება. ცხელი წყლით რეცხვის დროს, სარეცხი მანქანა უფრო მეტ ელექტრო ენერგიას მოითხოვს, ვიდრე შედარებით თბილი წყლით რეცხვის დროს.
2.) ჭურჭლის რეცხვის, ან ჰიგიენური პროცედურების დროს, აუცილებლად არის ისეთი ინტერვალი, როდესაც შეგვიძლია დავკეტოთ ონკანი და თუნდაც რამდენიმე წამით ან წუთით, თავი ავარიდოთ წყლის არამიზნობრივ ხარჯვას.
3.) არასოდეს არ გადაყაროთ ნაგვის ურნაში სარეკლამო ფლაერი ან სხვა ქაღალდის ნაწარმი. სტატისტიკურად 3 სულიანი ოჯახი, წელიწადი 15 კილოგრამ მაკულატურას აგროვებს, ხოლო მისი მეორადი გადამუშავებით კი დაახლოებით 60 მდე ხე ნარჩუნდება.
4.) დამტენი ან სხვა ელექტრო მოწყობილობის გამოყენების შემდეგ აუცილებლად გამოვაერთოთ დენის წყაროდან, რადგან ძალიან მცირე დოზით, ისინი მაინც ახერხებენ ელექტრო ენერგიის ხარჯვას, ხოლმე სისტემატიურად ან მთელი ღამით მაგალითად მობილურის დამტენის დენის წყაროში შეერთებული დატოვება საგრძნობლად ზრდის, ელ. ენერგიის მოხმარებას.
5.) უარი ვთქვათ პოლიეთილენის პარკზე და საყიდლების დროს გამოვიყენოთ მრავალჯერადი ჩანთა, ამ მცირე ქმედებით საგრძნობლად შევამცირეთ ისეთ რთულ და გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ ნარჩენებს, როგორიც პოლიეთილენია.